„ნატალი“ სილამაზის სამყაროში ძლიერი და რესპექტაბელური ბრენდია. „ნატალის“ პირველი სილამაზის სალონი თბილისში 1995 წელს გამოჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელზეც სილამაზის სალონების მთელი ქსელის მუშაობაა დაფუძნებული, კლიენტების ხარისხიანი მომსახურებაა, ფასების 2 კატეგორიის მიხედვით: სტანდარტ და პრემიუმი.
დღეს „ნატალი“ აერთიანებს:
- სილამაზის სალონებს, სადაც კლიენტებს საპარიკმახერო, ფრჩხილებისა და კოსმეტოლოგიურ მომსახურებებს სთავაზობენ ფასების ორი - სტანდარტ და ბიზნეს - კატეგორიის მიხედვით;
- სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრს, რომელიც თავის მხრივ, საპარიკმახერო, ფრჩხილებისა და კოსმეტოლოგიურ სერვისებს აერთიანებს, ისევე როგორც ექსლუზიურ სპას Germaine de Capuccini-სგან და სოლარიუმ კლუბს;
- იმიჯ-აკადემიას, რომელიც სალონური მომსახურების სპეციალისტებს ამზადებს;
- სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე წამყვან ევროპულ ბრენდებს წარმოადგენს.
- ესთეტიურ ცენტრს "ნატალი ანტიეიჯ კლინიკა", რომელიც უახლეს ლაზერული, თერაპიული და ინექციური მეთოდით გთავაზობთ გაჯანსაღება გალამაზებას! http://nataliclinic.ge/
სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“ გთავაზობთ:
- კორპორატიულ მომსახურებას „აბონემენტის“ სისტემის მიხედვით. კომპანია ერთიანად იძენს აბონემენტებს კორპორატიული შეღავათით თავიანთი თანამშრომლების მომსახურებისთვის;
- სასაჩუქრე ბარათები;
- „სპეცმომსახურება“, მომსახურება 24:00 საათის შემდეგ, ხორციელდება წინასწარი ჩაწერის შემდეგ, 50 %-იდან 100 %-მდე ფასნამატით;
- კლიენტთა გასვლითი მომსახურება, ხორციელდება 50 %-იდან 100 %-მდე ფასნამატით.